საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში - ძველი ვერსია
ცხელი ხაზი 15 20 ცხელი ხაზი 15 20 ცხელი ხაზი 15 20

imedinews.ge: ირაკლი ლექვინაძე - კანონმდებლობაში ცვლილებები, ხელს შეუწყობს ბაზარზე კონკურენციის ეფექტურ აღსრულებას

კონკურენციის შესახებ კანონში ცვლილებების ძირითადი ნაწილი ძალაში, ნოემბრიდან შევიდა. მათ შორის სახელი შეეცვალა უწყებასაც და მას კონკურენციის ეროვნული სააგენტო ეწოდება. როგორც გადაცემაში „ბიზნესი იმედზე“ საუბრისას კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე აღნიშნავს, ცლილებების თანახმად, კანონმდებლობაში ძირითადი მიმართულებები გამოიკვეთა. ეს არის კონცენტრაციებთან დაკავშირებული საკითხები, რაც გულისხმობს, ბაზარზე კომპანიების გაერთიანების შემთხვევაში აუცილებელი ხდება სააგენტოსთვის აღნიშნული ცვლილების და გაერთიანების შესახებ შეტყობინება. აქამდე კომპანიების გაერთიანებისას სააგენტოს არ ჰქონდა არანაერი ბერკეტი აღნიშნულ დარღვევაზე ემოქმედა. ცვლილების მიხედვით, წესის დარღვევის შემთხვევაში წესდება სანქციები.

ირაკლი ლექვინაძის თქმით, შემდეგი მიმართულება ეხება, სააგენტოს ურთიერთობას და კონკურენციის პრინციპის გავრცელებას სხვა მარეგულირებელებთან მიმართებაში. ეს ეხება როგორც ენერგეტიკას, წყალმომარაგებას და გაზმომარაგებას ასევე, კომუნიკაციებს და ფინანსურ სექტორს, სადაც აქამდე სააგენტოს როლი იყო მინიმალიზირებული. ნებისმიერი ტიპის დარღვევისას, რომელიც იქნება წინააღმდეგობაში კონკურენციის კანონმდებლობასთან, მარეგულირებლები იმოქმედებენ ერთიანი პრინციპებით.

„ცვლილებები მზადდებოდა სამი წლის განმავლობაში და ამ პროცესში აქტიურად იყო ჩართული ევროკავშირის პროექტი “კონკურენციის სააგენტოს გაძლიერება”, რომელიც საუკეთესო ევროპელ ექსპერტებთან ერთად ანალიზსს უკეთებდა არსებულ კანონმდებლობას, რომელიც 2014 წლიდან არსებობს საქართველოში. შესაბამისად დაიგეგმა ის ძირითადი ცვლილებები რომელიც აქამდე, როგორც ხარვეზი მუშაობაში ფიქსირდებოდა. აღნიშნული ცვლილებები, ხელს შეუწყობს ბაზარზე კონკურენციის ეფექტურ აღსრულებას და იქნება ეს კონკრეტული ბიზნესი თუ მომხმარებლები, რომლებიც დღეს თვლიან, რომ ბაზარზე მათი უფლებები კონკრეტულ მონაკვეთში იქნა შელახული, ჩვენ ეს მოგვეხმარება რომ უფრო ეფექტურები ვიყოთ გარკვეული გადაწყვეტილებების მიღებაში“ , - აცხადებს, საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე, ირაკლი ლექვინაძე.

ამ დრომდე, არსებული კანონი შეიცავდა არაერთ სისტემურ და პროცედურულ ხარვეზს, რაზეც მუშაობა სამი წლის განმავლობაში გაგრძელდა. ახალი ცვლილებების შემდეგ კონკურენციის აღსრულების პოლიტიკა გახდება უფრო ეფექტური და შედეგზე ორიენტირებული. რაც, შეეხება კონკურენციის ინსტიტუციონალური მიმართულებით ცვლილებებს, კონკურენციის საბჭოს ამოქმედება ცოტა მოგვიანებით განისაზღვრა.

2020 წელს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს მიერ დასრულდა 5 ბაზრის მონიტორინგი და 3 მოკვლევის პროცესი, საიდანაც 1-ში დადგინდა დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენების ფაქტი, 2-ში კი არაკეთილსინდისიერი კონკურენციის ფაქტი, გაიცა 1 თანხმობა კომპანიების კონცენტრაციის შესახებ. ამ დროისათვის მიმდინარეობს 3 საქმეზე მოკვლევა და 3 ბაზრის მონიტორინგი.

[ვრცლად](https://imedinews.ge/ge/ekonomika/177868/irakli-leqvinadze-kanonmdeblobashi-tsvlilebebi-khels-sheutskobs-bazarze-konkurentsiis-epeqtur-agsrulebas?fbclid=IwAR0JyZRe8F8vPFfR5dk2klwid_wTtgO0DerslWmIRTNoQXHWqGag7eMlfnw)
21.12.2020
უკან დაბრუნება