საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში - ძველი ვერსია
ცხელი ხაზი 15 20 ცხელი ხაზი 15 20 ცხელი ხაზი 15 20

საქართველოს კონკურენციის სააგენტოს გადაწყვეტილება “ამერიტექისა“ და „სმაილის“ კონცენტრაციის კონკურენტულ გარემოსთან თავსებადობაზე

საქართველოს კონკურენციის სააგენტოში, 2018 წლის 11 ივნისს, შპს „ამერიტექსა“ და შპს „სმაილს“ შორის მოსალოდნელი კონცენტრაციის შესახებ წინასწარი შეტყობინება შემოვიდა. სააგენტომ შესაბამის ბაზარზე არსებული ვითარების შესწავლისა და მოსალოდნელი კონცენტრაციის კონკურენტულ გარემოსთან თავსებადობის დადგენის მიზნით, გამოითხოვა და დაამუშავა ინფორმაცია, როგორც სხვადასხვა სახელმწიფო უწყებიდან(საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური, შემოსავლების სამსახური), ასევე შესაბამის ბაზარზე მოქმედი ეკონომიკური აგენტებისგან. მიღებული მასალების შესწავლისა და საერთაშორისო პრაქტიკის გაანალიზების საფუძველზე, სააგენტომ ბაზარზე მოქმედი ეკონომიკური აგენტების საბაზრო წილები დაადგინა და მოსალოდნელი კონცენტრაციის შედეგები შეაფასა. მონაცემების შესწავლისა და ექსპერტებთან კონსულტაციების შედეგად კონკურენციის სააგენტომ გადაწყვეტილება მიიღო - შპს „ამერიტექისა“ და შპს „სმაილის“ როგორც დამოუკიდებელი ეკონომიკური აგენტების მიერ ერთობლივი საწარმოს დაფუძნების გზით განსახორციელებელი კონცენტრაცია, კონკურენტულ გარემოსთან თავსებადია.

09.07.2018
უკან დაბრუნება