საქართველოს კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარის ნოდარ ხადურის ბრძანებით, სარეკომენდაციო ხასიათის, გზამკვლევი დოკუმენტი დამტკიცდა, სახელწოდებით - „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის რიგი დებულებების განმარტება ევროკავშირის აღმასრულებელი და სასამართლო პრაქტიკის საფუძველზე“. დოკუმენტი კონკურენციის საწინააღმდეგო შეთანხმებების შესახებ საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის მიმოხილვას წარმოადგენს. მასში მოცემულია ევროკომისიისა და ევროპის მართლმსაჯულების სასამართლოს 50-ზე მეტი გადაწყვეტილება და განზოგადებულია ამ გადაწყვეტილებების საფუძველზე ჩამოყალიბებული ძირითადი მიდგომები. გზამკვლევი მიზნად ისახავს ეკონომიკური აგენტების, იურისტებისა და სხვა სამიზნე ჯგუფებისათვის, მარტივად აღქმადი ფორმით, კონკურენციის საწინააღმდეგო შეთანხმებების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას და კონკურენციის საკითხებზე საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებას.