საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში - ძველი ვერსია
ცხელი ხაზი 15 20 ცხელი ხაზი 15 20 ცხელი ხაზი 15 20

საქართველოს კონკურენციის სააგენტომ, „დიზაინ ჰაუსის“ საჩივრის საფუძველზე, კონკურენციის შესახებ საქართველოს კანონის დარღვევა დაადასტურა

საქართველოს კონკურენციის სააგენტომ, მოკვლევის ფარგლებში მიღებული მასალებისა და ინფორმაციების დამუშავებისსაფუძველზე, შპს „დნას“ მიერ „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11³ მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტისდარღვევის ფაქტი დაადასტურა, რომელიც სოციალურ ქსელ Facebook-ზე შპს „დიზაინ ჰაუსის“ რეპუტაციისა და ინტერესისშემლახველი ცნობების გავრცელებაში გამოიხატება. კანონდარღვევის აღმოფხვრის უზრუნველსაყოფად, შპს „დნას“ დაევალა - დაუყოვნებლივ უზრუნველყოს სოციალურ ქსელFacebook-ის გვერდიდან იდენტური/მსგავსი პოსტის/პოსტების წაშლა, რომელიც მომხმარებელს შპს „დიზაინ ჰაუსის“ შესახებ არასწორ ინფორმაციას აწვდის. მოკვლევას საფუძვლად 2017 წლის პირველ დეკემბერს, შპს „დიზაინ ჰაუსის“ მიერწარმოდგენილი საჩივარი დაედო.

06.06.2018
უკან დაბრუნება