საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში - ძველი ვერსია
ცხელი ხაზი 15 20 ცხელი ხაზი 15 20 ცხელი ხაზი 15 20

კონკურენციის გლობალური ფორუმის მე-20 საიუბილეო შეხვედრას საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლები ესწრებიან

კონკურენციის გლობალური ფორუმის მე-20 საიუბილეო შეხვედრის ფარგლებში, ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის(OECD) ორგანიზებით, ონლაინ კონფერენცია მიმდინარეობს, რომელსაც საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლები ესწრებიან. საერთაშორისო ფორუმს ხელძღვანელობენ: ფრედერიკ ჯენი, OECD-ის კონკურენციის კომიტეტის თავმჯდომარე; მათიას კორმანი, OECD-ის გენერალური მდივანი; ნგოზი ოკონჯო-ივეალა, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის გენერალური დირექტორი და ა.შ. ფორუმს 100-ზე მეტი ქვეყნის კონკურენციის უწყების, საჯარო და კერძო სექტორის, აკადემიური წრის ოთხასამდე წარმომადგენელი ესწრება, რომელთაც საშუალება აქვთ გაეცნონ საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას, დარგის ექსპერტებისგან მიიღონ ინფორმაცია მათთვის საინტერესო შეკითხვებზე და, გაფართოებული დიალოგის ფორმატში, იმსჯელონ კონკურენციის პოლიტიკის ეფექტიანად განხორცილების მიზნით გასატარებელ სამომავლო ღონისძიებებზე. ფორუმის ფარგლებში შემდეგი ძირითადი თემები განიხილება: ვაჭრობა, განვითარება და კონკურენცია; ეკონომიკური ანალიზი და მტკიცებულება დომინირებული მდგომარეობის ბოროტად გამოყენების საქმეებში; კონკურენციის ორგანოების მხრიდან კონკურენტული ნეიტრალიტეტის ხელშეწყობა. საერთაშორისო ღონისძიებას ესწრებიან საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლები: იურიდიული დეპარტამენტის უფროსი, სოფიო მომცელიძე და ამავე დეპარტამენტის წამყვანი სპეციალისტი, ირაკლი შაკიაშვილი; ბაზრის მონიტორინგისა და ანალიზის დეპარტამენტის წამყვანი სპეციალისტი, თეო კვირიკაშვილი; ეკონომიკური კონკურენციის დაცვის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი, გიორგი მელაძე; ანტიდემპინგური ღონისძიების დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი, თათია ნიკვაშვილი და საერთაშორისო ურთიერთობების მენეჯერი, თეონა დეკანოსიძე.

08.12.2021
უკან დაბრუნება