საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში - ძველი ვერსია
ცხელი ხაზი 15 20 ცხელი ხაზი 15 20 ცხელი ხაზი 15 20

საქართველო-ევროკავშირის შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების ფარგლებში, ვაჭრობის საკითხებზე ასოცირების კომიტეტის მე-8 შეხვედრა მიმდინარეობს

საქართველო-ევროკავშირის შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების ფარგლებში, ვაჭრობის საკითხებზე ასოცირების კომიტეტის მე-8 შეხვედრა ციფრული ვიდეო კონფერენციის ფორმატში იმართება. ქართულ მხარეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, გენადი არველაძე ხელმძღვანელობს. ღონისძიებაზე სიტყვით წარსდგა საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს იურიდიული დეპარტამენტის უფროსი, სოფიო მომცელიძე. სააგენტოს წარმომადგენლის მოხსენება შეეხებოდა კონკურენციის კანონმდებლობაში განხორციელებულ ცვლილებებსა და პრაქტიკაში მისი გამოყენების საკითხებს, წლის მანძილზე განხორციელებულ აქტივობებსა და სააგენტოს მიერ შესწავლილ საქმეებს, ასევე, საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების მიზნით ჩატარებულ ღონისძიებებს როგორც კონკურენციის, ასევე ანტიდემპინგური პოლიტიკის მიმართულებით. სააგენტოს მიერ განხორციელებული ღონისძიებები და მიღწეული შედეგები ევროკავშირის წარმომადგენლების მხრიდან დადებითად შეფასდა. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ საქართველო-ევროკავშირის შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების ფარგლებში ნაკისრი ვალდებულებები, რომელიც კონკურენციის პოლიტიკის ეფექტიანი მართვის მიმართულებით იყო დაგეგმილი, შესრულებულია. 2020 წელს დამტკიცდა „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილებები, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის ევროპულ კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციის პროცესის ამსახველი საუკეთესო მაგალითია. დადგინდა და დაიხვეწა უწყების ფუნქცია-მოვალეობები. ძალაში შევიდა „ვაჭრობაში ანტიდემპინგური ღონისძიების შემოღების შესახებ“ საქართველოს კანონი, რომელიც მიზნად ისახავს სამართლიანი ვაჭრობის პრინციპებისა და ადგილობრივი ინდუსტრიის დემპინგური იმპორტისგან დამცავი ინსტრუმენტის შემოღებას. განხორციელდა „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ კანონში ცვლილებები, რაც გულისხმობს სააგენტოს მიერ სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს გამართული ორგანიზაციული საქმიანობის უზრუნველყოფას. პარლამენტში დაინიცირებულია „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ კანონპროექტი, რომლის აღმასრულებელ უწყებადაც სააგენტო განისაზღვრება. დუკუმენტი ევროდირექტივების სრული დაცვით არის მომზადებული და ემსახურება მომხმარებლის უფლებების დაცვის სტანდარტის გაუმჯობესებას. ასოცირების კომიტეტის სხდომა ყოველწლიურად იმართება და ქართული მხარის მიერ მიღწეული პროგრესის თაობაზე ევროკავშირის წარმომადგენლების ინფორმირებას ისახავს მიზნად.

09.12.2021
უკან დაბრუნება