2017 წლის 12 დეკემბერს, შპს „სიტროენ ჯორჯიამ“ საქართველოს კონკურენციის სააგენტოში საჩივარი წარმოადგინა, სადაც საუბარია სახელმწიფო შესყიდვებში შეთანხმებული მოქმედების შესახებ. საჩივარი, დაახლოებით, 100 გვერდს შეადგენს. კონკურენციის სააგენტომ, საჩივარი დაუყოვნებლივ გადაუგზავნა მოპასუხე მხარეებს, საპასუხო პოზიციის წარმოდგენის მიზნით, როგორც ამას ითვალისწინებს „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლი. კანონმდებლობის თანახმად, სააგენტო საჩივარს 30 დღის ვადაში შეისწავლის და მხარეთა პოზიციების შეჯერების საფუძველზე, მიიღებს გადაწყვეტილებას მოკვლევის დაწყების ან მოკვლევაზე უარის თქმის თაობაზე, რის შესახებაც მომჩივანს დაუყოვნებლივ ეცნობება.