საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში - ძველი ვერსია
ცხელი ხაზი 15 20 ცხელი ხაზი 15 20 ცხელი ხაზი 15 20

საქართველოს კონკურენციის სააგენტოს გადაწყვეტილება ბათუმში გარე სარეკლამო საქმიანობასთან დაკავშირებით

შპს ,,ლიბოს“ საჩივრის საფუძველზე, საქართველოს კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 12 ივლისის N04/182 ბრძანებით, ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მხრიდან ,,კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის სავარაუდო დარღვევის თაობაზე, სააგენტომ მოკვლევა დაიწყო. საჩივარი ქ. ბათუმში გარე სარეკლამო საქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხებს შეეხებოდა. კონკურენციის სააგენტომ მოკვლევის პროცესში, მოპასუხე მხარეების, სახელმწიფო უწყებებისა და შესაბამისი ეკონომიკური აგენტებისგან, ყველა საჭირო ინფორმაცია გამოითხოვა. განხორციელდა პროცედურებით დადგენილი ახსნა-განმარტებების მიღება და საქმის გარემოებების შესწავლის, ანალიზის საფუძველზე, მიღებულ იქნა შესაბამისი გადაწყვეტილება.

20.10.2017
უკან დაბრუნება