2017 წლის 22 აგვისტოს, საქართველოს კონკურენციის სააგენტოში, წარმოდგენილ იქნა „ცემენტ ინვესტ ბის”და „ჰაიდელბერგ ცემენტ სენტრალ იუროფ ისთ ჰოლდინგის“ დაგეგმილი კონცენტრაციის შესახებ წილთა შეძენის შეტყობინება. მიღებული დოკუმენტაციისა და საერთაშორისო პრაქტიკის შესწავლის საფუძველზე, შესაბამის დაწესებულებათა წარმომადგენლებთან, ექსპერტებთან კონსულტაციების შედეგად, სააგენტოს მიერ შესაბამის ბაზარზე მოქმედი ეკონომიკური აგენტების რაოდენობა და მათი წილობრივი მონაცემები განისაზღვრა. დაწესებულებათა წლიური ბრუნვების მიხედვით გამოთვლილ იქნა კონცენტრაციისდონე. მიღებული მასალების შედეგად დადგინდა, რომ კონცენტრაციის განხორციელების შედეგად, შესაბამის ბაზარზე, კონცენტრაციის დონე არ იცვლება და დაგეგმილი კონცენტრაცია კონკურენტულ გარემოსთან თავსებადია.