კონკურენციის კანონმდებლობის დარღვევის ფაქტზე - საქართველოს კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარის 19 ივლისის გადაწყვეტილებით, დაკისრებული ვალდებულება - შესრულებულ იქნა შპს ,,აიპლუსის“ მიერ. კერძოდ, დარღვევის აღმოფხვრის მიზნით, შპს ,,აიპლუსმა“ მის მიერ შექმნილ ვებ-გვერდზე www.itechnics.ge განათავსა სპეციალური ბანერი, სადაც მითითებულია ვებ-გვერდის შპს ,,აიტექნიკთან“ კავშირის არარსებობის თაობაზე.