შპს “ლიბოს“ საჩივრის საფუძველზე, კონკურენციის სააგენტომ მოკვლევა დაიწყო, რომელიც ქალაქ ბათუმის ტერიტორიაზე, ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის სავარაუდო დარღვევის ფაქტს,კერძოდ, გარე რეკლამის განთავსების და ამ ბაზარზე კონკურენციის შესაძლო შეზღუდვის საკითხებს შეეხება. აღსანიშნავია ის რომ, მომჩივანის მიერ მოპასუხე მხარეებად ასევე განსაზღვრული იყვნენ - გარე რეკლამის განთავსების ნებართვის მფლობელი კომპანია - შპს „აჯადი“ და ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო. თუმცა, ხსენებულ მოპასუხეებთან მიმართ საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი.