საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში - ძველი ვერსია
ცხელი ხაზი 15 20 ცხელი ხაზი 15 20 ცხელი ხაზი 15 20

შპს „დეკორაციების და ქანდაკებების სახლის“ საჩივარი კონკურენციის სააგენტომ დაუშვებლად ცნო

შპს „დეკორაციების და ქანდაკებების სახლის“ საჩივარზე, რომელიც შეეხებოდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთაწმინდის რაიონის გამგეობის მიერ „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის სავარაუდო დარღვევას, საქართველოს კონკურენციის სააგენტომ მოკვლევა არ დაიწყო.

მომჩივანი კონკურენციის საწინააღმდეგო ქმედებად მიიჩნევდა გამგეობის მიერ, 2019 წლის 20 მარტს გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების საფუძველზე, სამუშაოს შესრულებისათვის არასამართლიანი ვადის განსაზღვრას. თუმცა, საქმის მასალების შესწავლისა და ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ სააგენტოში სადავოდ გამხდარი ქმედება, დღეის მდგომარეობით, უკვე სასამართლოს შესწავლის საგანია და ამასთან, მომჩივანი სადავოდ ხდიდა გამგეობასთან გაფორმებული ხელშეკრულებით მის მიერვე ნაკისრი ვალდებულების შესრულების ვადას, რაც, თავისი არსით, ორ მხარეს შორის სახელშეკრულებო დავას წარმოადგენს. ამდენად, ხსენებული ქმედების შეფასება სცილდება კონკურენციის სააგენტოს კომპენტენციას.

აღნიშნულიდან გამომდინარე, შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის არარსებობის გამო, სააგენტომ მიიღო გადაწყვეტილება საჩივრის დასაშვებად ცნობაზე უარის თქმის შესახებ.
31.05.2019
უკან დაბრუნება