საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში - ძველი ვერსია
ცხელი ხაზი 15 20 ცხელი ხაზი 15 20 ცხელი ხაზი 15 20

კონკურენციის სააგენტომ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მიერ გასაცემი სახელმწიფო დახმარება კონკურენციის კანონმდებლობის მოთხოვნებთან თავსებადად მიიჩნია

სააგენტოს მიერ მოძიებული და მიღებული ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე გამოიკვეთა, რომ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მიერ, ა(ა)იპ ,,ფერმერული მეურნეობის განვითარების ცენტრისათვის“ 90 000 ლარის ოდენობის სახელმწიფო დახმარების გაცემა, ,,კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონისა და ,,ინდივიდუალური სახელმწიფო დახმარების უმნიშვნელო ოდენობისა და სახელმწიფო დახმარების გაცემის ზოგადი წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის პირველი სექტემბრის №529 დადგენილების მოთხოვნებთან შესაბამისობაშია. 2016 წლის 26 დეკემბერს, საქართველოს კონკურენციის სააგენტოში, 2017 წლის ბიუჯეტიდან ა(ა)იპ „ფერმერული მეურნეობის განვითარების ცენტრისათვის“ გასაცემი თანხის კონკურენციის კანონმდებლობასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის განცხადება იქნა წარმოდგენილი, როგორც წარმოდგენილი განცხადებიდან გაირკვა, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მიერ 2017 წლის ბიუჯეტიდან გასაცემი სახელმწიფო დახმარება მოხმარდება: 1) მევენახეობაში - გურული ვაზის ენდემური ჯიშების მოძიებას და პოპულარიზაციას; 2) ხეხილის სადემონსტრაციო ნაკვეთის გაფართოება-განვითარებას; 3) სასათბურე მეურნეობის მოწყობას; 4) მარადმწვანე ხე-მცენარეების ნერგების გამოყვანას; 5) ჩაის კულტურის აღორძინება/პოპულარიზაციას. ასევე, დაინტერესებული სუბიექტებისათვის, საკონსულტაციო და სემინარული ხასიათის შეხვედრების ორგანიზებას.

10.05.2017
უკან დაბრუნება