საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში - ძველი ვერსია
ცხელი ხაზი 15 20 ცხელი ხაზი 15 20 ცხელი ხაზი 15 20

საქართველოს კონკურენციის სააგენტოს გადაწყვეტილება „საქართველოს კაპიტალსა“ და „თბილისის მწვანე სკოლას“ შორის განსახორციელებელი კონცენტრაციის კონკურენტულ გარემოსთან თავსებადობის შესახებ

საქართველოს კონკურენციის სააგენტომ სს „საქართველოს კაპიტალსა“ და შპს „თბილისის მწვანე სკოლას“ შორის დაგეგმილი კონცენტრაცია განიხილა და მიიჩნია, რომ შესაბამისი ბაზარი, რომელზეც შერწყმა ხორციელდება, ბაზრის მახასიათებლების (HHI ინდექსი) მიხედვით დაბალკონცენტრირებულია, ხოლო კონცენტრაციის შედეგად აღნიშნული მაჩვენებელი პრაქტიკულად არ იცვლება. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს კონკურენციის სააგენტომ მიიჩნია, რომ სს „საქართველოს კაპიტალის“ მიერ შპს „თბილისის მწვანე სკოლის“ წილის შეძენით განსახორციელებელი კონცენტრაცია კონკურენტულ გარემოსთან, ,,კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის შესაბამისად, თავსებადია.

23.08.2019
უკან დაბრუნება