საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში - ძველი ვერსია
ცხელი ხაზი 15 20 ცხელი ხაზი 15 20 ცხელი ხაზი 15 20

ნოდარ ხადურის გარდაცვალების გამო საქართველოს კონკურენციის სააგენტო საერთაშორისო საზოგადოებისგან უამრავ სამძიმრის წერილს იღებს

საქართველოს კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარის, პროფესორ ნოდარ ხადურის მოულოდნელი გარდაცვალების გამო, ღრმა მწუხარებას გამოთქვამენ მეგობარი ქვეყნების კონკურენციის უწყებები და საერთაშორისო ორგანიზაციები. სააგენტო უამრავ სამძიმრის წერილს იღებს, რომელთა შორისაც არიან: შარუნას კესერაუსკასი - ლიეტუვას კონკურენციის საბჭოს თავმჯდომარე; მარგარიდა მატოს როსა - პორტუგალიის კონკურენციის უწყების პრეზიდენტი;რიკარდ ჯერმსტენი - შვედეთის კონკურენციის უწყების გენერალური დირექტორი; პეტრ რაფაჯი - ჩეხეთის რესპუბლიკის კონკურენციის დაცვის ოფისის თავმჯდომარე; მარსელ რადუკანი - მოლდოვის რესპუბლიკის კონკურენციის საბჭოს პრეზიდენტი; სკაიდრიტე აბრამა - ლატვიის კონკურენციის საბჭოს თავმჯდომარე; მლადენ ცეროვაჩი - ხორვატიის კონკურენციის საბჭოს პრეზიდენტი; იულია ნენკოვა - ბულგარეთის კონკურენციის დაცვის კომისიის თავმჯდომარე; ვლადიმერ კოლტოვიჩი - ბელარუსის რესპუბლიკის ანტიმონოპოლიური რეგულირებისა და ვაჭრობის მინისტრი; მაიკლოს იუჰასზი - უნგრეთის კონკურენციის უწყების პრეზიდენტი; ანტონიო გომესი - OECD-ის დირექტორის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი; ანტონიო კაპობიანკო - OECD-ის კონკურენციის განყოფილების ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი; ალექსანდრე ბარრეტო დე სოუზა - ეკონომიკური თავდაცვის ადმინისტრაციული საბჭოს პრეზიდენტი; მარტ ოტსი - ესტონეთის რესპუბლიკის კონკურენციის უწყების გენერალური დირექტორი; ჯოვანა ტოსკოვიჩი - მონტენეგროს კონკურენციის საბჭოს წევრი; სავას პაპასავასი - ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს მოსამართლე; იან ფორესტერი - ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს მოსამართლე; რაფაელ კომენჟი - B&S Europe-ის დირექტორი; ტერეზა მორეირა - გაეროს ვაჭრობისა და განვითარების კონფერენციის (UNCTAD) კონკურენციისა და მომხმარებელთა დაცვის მიმართულების ხელმძღვანელი; აურელიო ლა ტორე - ევროკავშირის პროექტის „საქართველოს კონკურენციის სააგენტოს მხარდაჭერა“ გუნდის ხელმძღვანელი; საბინა ზიგელსკი - OECD-ის უფროსი ექსპერტი კონკურენციის დარგში; დანიელ სტანკოვი - ჩეხეთის რესპუბლიკის კონკურენციის დაცვის ოფისის საგარეო ურთიერთობებისა და ადმინისტრაციის განყოფილების დირექტორი; ედი დე-სმიტერი - ევროკომისიის კონკურენციის დირექტორატის (DG Competition) საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსი; ტადაჰარუ უეჰარა - იაპონიის ელჩი საქართველოში; დიანა მარკოვიჩ-ბაიალოვიჩი - სერბეთის რესპუბლიკის კონკურენციის დაცვის კომისიის ყოფილი პრეზიდენტი; ბოგდან მარიუს ჩირიტუ, რუმინეთის კონკურენციის საბჭოს პრეზიდენტი; ივო გაგლიუფი, პერუს რესპუბლიკის თავისუფალი კონკურენციისა და ინტელექტუალური საკუთრების დაცვის ეროვნული ინსტიტუტის (Indecopi) პრეზიდენტი და ა.შ. სააგენტომ სამძიმრის წერილები მიიღო ასევე სლოვაკეთის რესპუბლიკის ანტიმონოპოლიური ოფისის, სერბეთის რესპუბლიკის კონკურენციის დაცვის კომისიის, აზია-წყნარი ოკეანის სავაჭრო-სამრეწველო პალატების კონფედერაციის (CACCI), ამერიკის შეერთებული შტატების ვაჭრობის დეპარტამენტის კომერციული სამართლის განვითარების პროგრამის (CLDP), DLA PIPER-ის, IOS Partners-ის და სხვა უწყებებისა თუ კომპანიების წარმომადგენლებისაგან. საქართველოს კონკურენციის სააგენტო მადლობას უხდის ყველა წერილის ავტორს, ამ მძიმე წუთებში გამოჩენილი ყურადღებისა და მხარდაჭერისათვის.

13.09.2019
უკან დაბრუნება