საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში - ძველი ვერსია
ცხელი ხაზი 15 20 ცხელი ხაზი 15 20 ცხელი ხაზი 15 20

კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარემ საინფორმაციო ხასიათის გზამკვლევი დოკუმენტი დაამტკიცა

კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარემ საინფორმაციო ხასიათის გზამკვლევი დოკუმენტი დაამტკიცა საქართველოს კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარის, ნოდარ ხადურის 2017 წლის 13 მარტის ბრძანებით, სარეკომენდაციო ხასიათის გზამკვლევი დოკუმენტი, „თანამშრომლობის პროგრამა - საინფორმაციო დოკუმენტი ეკონომიკური აგენტებისათვის“, დამტკიცდა. გზამკვლევი დოკუმენტის შექმნის მიზანია იმ ძირითადი პრინციპებისა და წესების განმარტება, რომელთა გამოყენების შემთხვევაში, სამართალდარღვევის მიუხედავად, ეკონომიკური აგენტები, სრულად ან ნაწილობრივ, პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლდებიან. დოკუმენტში ინფორმაცია სრულყოფილადაა წარმოდგენილი, რომელიც საქართველოს საკანონმდებლო ჩარჩოს გარდა, თანამშრომლობის პროგრამის გამოყენებით, კონკურენციის საწინააღმდეგო შეთანხმებების გამოვლენის კუთხით, საერთაშორისო პრაქტიკის მაგალითებსაც მოიცავს. ასევე, სააგენტოსთან ურთიერთობის პროცესის გამარტივების მიზნით, საინფორმაციო დოკუმენტში მოცემულია მასალები განაცხადის ფორმის წარდგენის, პროცედურებისა და მოსალოდნელი შეღავათების თაობაზე. მსგავსი ტიპის სარეკომენდაციო დოკუმენტი, “მოკვლევის პროცესში კონკურენციის სააგენტოსა და ეკონომიკურ აგენტებს შორის ურთიერთობის პროცედურა და ვადები”, სააგენტოს თავმჯდომარის 2016 წლის 19 დეკემბრის ბრძანებით დამტკიცებულია. აღნიშნული მიმართულებით კონკურენციის სააგენტო მუშაობას კვლავ გააგრძელებს. გზამკვლევის გამოცემა ევროკავშირის პროექტის „საქართველოს კონკურენციის სააგენტოს მხარდაჭერა“ ფარგლებში იგეგმება.

14.03.2017
უკან დაბრუნება