საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში - ძველი ვერსია
ცხელი ხაზი 15 20 ცხელი ხაზი 15 20 ცხელი ხაზი 15 20

კონკურენციის სააგენტომ „აიპლუსის“ საჩივარზე მოკვლევა არ დაიწყო

კონკურენციის სააგენტომ „აიპლუსის“ საჩივარზე მოკვლევა არ დაიწყო საქართველოს კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანებით, „აიპლუსის“ საჩივრის საფუძველზე მოკვლევის დაწყებაზე სააგენტომ უარი თქვა. საჩივრის დასაშვებობის შემოწმების პროცესში, სააგენტომ სახელმწიფო უწყებებისა და მხარეებისგან შესაბამისი ინფორმაცია გამოითხოვა. ადმინისტრაციული წარმოება დაწყებული იყო საჩივრის საფუძველზე, ხოლო, კონკურენციის კანონმდებლობა აწესებს მომჩივანი ეკონომიკური აგენტის ფორმალურ სტატუსს. აღნიშნული გამოიხატება იმაში, რომ მომჩივანს, კონკურენციის კანონმდებლობის დარღვევის შედეგად, უნდა ადგებოდეს ზიანი და მასვე ევალება სამართალდარღვევის შესახებ მტკიცებულებების წარმოდგენა, რაც, ამ შემთხვევაში, დადასტურებული არ ყოფილა. სააგენტო გამოთქვამს მზადყოფნას, მომჩივანი მხარის მიერ დამატებითი ინფორმაციისა და შესაბამისი მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, ხელახლა განიხილოს საჩივრის დასაშვებად ცნობის საკითხი. "აიპლუსის" საჩივარი შეეხებოდა „აიტექნიკის“ მიერ არაკეთილსინდისიერი კონკურენციის სავარაუდო ფაქტს, რაც, საჩივრის ავტორების მტკიცებით, Apple Store-ის სახელის უკანონო გამოყენებასა და „აიპლუსის“ წინააღმდეგ მიმართულ ცრუ კამპანიაში გამოიხატებოდა.

09.03.2017
უკან დაბრუნება