საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში - ძველი ვერსია
ცხელი ხაზი 15 20 ცხელი ხაზი 15 20 ცხელი ხაზი 15 20

საქართველოს კონკურენციის სააგენტოს შეფასებით, მგზავრთა ავიაგადაყვანის ბაზარზე კონკურენტული გარემოა და არსებული ბაზარი ვითარდება

კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარე ნოდარ ხადურის ბრძანებით, მგზავრთა ავიაგადაყვანის ბაზრის მონიტორინგის ანგარიში დამტკიცდა. სააგენტოს ეკონომიკური ანალიზის დეპარტამენტის მიერ განხორციელებულ ბაზრის მონიტორინგის ანგარიშში, 2014-2016 წლებში, აეროპორტებისა და მოქმედი ავიაკომპანიების მიხედვით, საქართველოში მგზავრთა ავიაგადაყვანის ბაზარზე არსებული მდგომარეობა, კონკურენტული გარემო გაანალიზდა და შეფასდა. მონიტორინგის შედეგად გაირკვა, რომ საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ აეროპორტებში მგზავრთბრუნვა ყოველწლიურად იზრდება, საერთაშორისო ავიაკომპანიებისთვის მოთხოვნადი, ხოლო მომხმარებლისათვის, მაღალი კონკურენციიდან და ხელმისაწვდომი ფასებიდან გამომდინარე, მისაღები და კომფორტული ხდება. რაც ამ ბაზრის განვითარების მაღალ მაჩვენებელზე მიუთითებს. გამომდინარე იქიდან, რომ კონკურენციის შემზღუდველი პირობები და ხელოვნურად შექმნილი ბარიერები არ არსებობს, საქართველოს კონკურენციის სააგენტოს შეფასებით, მგზავრთა ავიაგადაყვანის ბაზარზე კონკურენტული გარემოა და არსებული ბაზარი ვითარდება.

04.01.2017
უკან დაბრუნება