საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში - ძველი ვერსია
ცხელი ხაზი 15 20 ცხელი ხაზი 15 20 ცხელი ხაზი 15 20

საქართველოს კონკურენციის სააგენტოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების კონკურენტულ გარემოზე ზეგავლენის შეფასება

საქართველოს კონკურენციის სააგენტოს საქმიანობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებას წარმოადგენს უკვე მიღებული გადაწყვეტილებებით გამოწვეული შედეგების კონკურენტულ გარემოზე ზეგავლენის შეფასება. კერძოდ, შპს „ოპტიმალ გრუპ+“-ის განცხადების საფუძველზე, საქართველოს კონკურენციის სააგენტომ 2015 წლის 4 მარტს მოკვლევა დაიწყო, რომლის მიხედვითაც საპროექტო/სამშენებლო/საინჟინრო სამუშაოების შესყიდვის მიზნით გამოცხადებულ ტენდერებში მხოლოდ სსიპ - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ გაცემული დასკვნის წარდგენის მოთხოვნა ეწინააღმდეგებოდა საქართველოს კონკურენციის კანონმდებლობას. შესაბამისად, საქართველოს კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 22 აპრილის ბრძანებით დამტკიცებულ იქნა გადაწყვეტილება, რითაც დადგინდა სახელმწიფო შემსყიდველი ორგანიზაციების მიერ „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის დარღვევის ფაქტი. კონკურენტულ გარემოზე ზეგავლენის შეფასებისას დადგინდა, რომ საქართველოს კონკურენციის სააგენტოს მიერ მიღებულმა გადაწყვეტილებამ პრაქტიკულად შეცვალა ბაზრის სტრუქტურა და გააუმჯობესა კონკურენტული გარემო.

20.11.2019
უკან დაბრუნება