საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში - ძველი ვერსია
ცხელი ხაზი 15 20 ცხელი ხაზი 15 20 ცხელი ხაზი 15 20
დარღვევის უარყოფა
დარღვევის დადასტურება
პირობითი ხელშეკრულება
ჯარიმის დაკისრება

ჯეიჰუნ ალაზოვის საქმე

2026-10-22

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ ჯეიჰუნ ალაზოვის (პ/ნ 20001059789)  მიერ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაადგინა. კერძოდ, საქმის გარემოებების შესწავლისა და შეფასების შედეგად, დადასტურდა მოვაჭრის მხრიდან მომხმარებლის ინფორმირებულობის, ნაკლიანი მომსახურების და უსამართლო კომერციული საქმიანობის განხორცოელების ფაქტი. შესაბამისად, მოვაჭრეს დაევალა, ერთი თვის ვადაში აღადგინოს მომხმარებლის დარღვეული უფლება და სავაჭრო პოლიტიკა კანონის მოთხოვნებს შეუსაბამოს.

დოკუმენტის ნახვა

შპს „ივ ფაუერის“ საქმე

2026-10-22

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ შპს „ივ ფაუერის“ მიერ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაადგინა. კერძოდ, საქმის გარემოებების შესწავლისა და შეფასების შედეგად, მოვაჭრის მხრიდან მომხმარებლის ინფორმირებულობის ვალდებულების დარღვევის ფაქტი დადასტურდა. შესაბამისად, მოვაჭრეს დაევალა, ერთი თვის ვადაში მომხმარებელთა დარღვეული უფლებები აღადგინოს და სავაჭრო პოლიტიკა კანონის მოთხოვნებს შეუსაბამოს.

დოკუმენტის ნახვა

ალექსანდრე ბარამიძის საქმე

2026-10-21

კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ ალექსანდრე ბარამიძის  მიერ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაადგინა. კერძოდ, საქმის გარემოებების შესწავლისა და შეფასების შედეგად, დადასტურდა მოვაჭრის მხრიდან მომხმარებლის ინფორმირებულობისა და ყოველგვარი საფუძვლის მითითების გარეშე დაბრუნების ვალდებულების დარღვევა. შესაბამისად, მოვაჭრეს დაევალა, ერთი თვის ვადაში აღადგინოს მომხმარებლის დარღვეული უფლება და სავაჭრო პოლიტიკა კანონის მოთხოვნებს შეუსაბამოს.

დოკუმენტის ნახვა

შპს „სთარინგ ჯორჯიას“ საქმე

2026-10-20

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ შპს „სთარინგ ჯორჯიას“ მიერ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაადგინა. კერძოდ, საქმის გარემოებების შესწავლისა და შეფასების შედეგად დადასტურდა მოვაჭრის მხრიდან უსამართლო კომერციული საქმიანობის, კერძოდ, შეცდომაში შემყვანი კომერციული საქმიანობის განხორციელების ფაქტი. მოვაჭრემ კონცერტის ბილეთების წინასწარი გაყიდვის შესახებ გავრცელებულ სარეკლამო განცხადებაში მომხმარებლებს მიაწოდა მცდარი ინფორმაცია წინასწარ გაყიდვაში მონაწილეობის პირობების შესახებ.

დოკუმენტის ნახვა

ი/მ მაია მეფარიშვილის საქმე

2026-10-16

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ ი/მ მაია მეფარიშვილის მიერ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაადგინა. კერძოდ, საქმის გარემოებების შესწავლისა და შეფასების შედეგად დადასტურდა მოვაჭრის მხრიდან მომხმარებლის ინფორმირებულობის ვალდებულების დარღვევის ფაქტი. შესაბამისად, მოვაჭრეს დაევალა ერთი თვის ვადაში თავისი სავაჭრო პოლიტიკის კანონის შესაბამისი მუხლების მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანა.

დოკუმენტის ნახვა

შპს „დელივოს“ საქმე

2026-10-16

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ შპს „დელივოს“ (ს/ნ 406229870) მიერ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაადგინა. კერძოდ, საქმის გარემოებებისა და წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასება-შესწავლის შედეგად, დადასტურდა მოვაჭრის მხრიდან მომხმარებლისთვის ინფორმაციის მიწოდების ძირითადი ვალდებულების და მომსახურების ჯეროვნად გაწევის ვალდებულების დარღვევის ფაქტი. მოვაჭრეს დაევალა, ერთი თვის ვადაში აღადგინოს მომხმარებელთა დარღვეული უფლებები და სავაჭრო პოლიტიკა კანონის მოთხოვნებს შეუსაბამოს.

დოკუმენტის ნახვა

ფ/პ ლევან ნუცუბიძის საქმე

2026-10-15

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ ფ/პ ლევან ნუცუბიძის (პ/ნ 37001054215)მიერ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაადგინა. კერძოდ, საქმის გარემოებების შესწავლისა და შეფასების შედეგად, დადასტურდა მოვაჭრის მიერ მომხმარებლისთვის ინფორმაციისა და საქონლის მიწოდების ვალდებულების დარღვევა. შესაბამისად, მოვაჭრეს დაევალა, ერთი თვის ვადაში აღადგინოს მომხმარებლის დარღვეული უფლება და სავაჭრო პოლიტიკა კანონის მოთხოვნებს შეუსაბამოს.

დოკუმენტის ნახვა

შპს „ენივეიჯის“ საქმე

2026-10-15

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ შპს „ენივეიჯის“ მიერ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაადგინა. კერძოდ, საქმის გარემოებების შესწავლისა და შეფასების შედეგად დადასტურდა მოვაჭრის მხრიდან მომხმარებლის ინფორმირებულობისა და ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების გაწევის ვალდებულებების დარღვევის, ასევე, უსამართლო კომერციული საქმიანობის ფაქტი. შესაბამისად, მოვაჭრეს დაევალა ერთი თვის ვადაში აღადგინოს მომხმარებლის დარღვეული უფლება და თავისი სავაჭრო პოლიტიკა კანონის შესაბამისი მუხლების მოთხოვნებს შეუსაბამოს.

დოკუმენტის ნახვა

ფ/პ სალომე აბსავას საქმე

2026-10-13

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ ფ/პ სალომე აბსავას მიერ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაადგინა. კერძოდ, საქმის გარემოებების შესწავლისა და შეფასების შედეგად, დადასტურდა მოვაჭრის მიერ მომხმარებლისთვის ინფორმაციისა და საქონლის მიწოდების ვალდებულების დარღვევა. შესაბამისად, მოვაჭრეს დაევალა, ერთი თვის ვადაში აღადგინოს მომხმარებლის დარღვეული უფლება და სავაჭრო პოლიტიკა კანონის მოთხოვნებს შეუსაბამოს. 

დოკუმენტის ნახვა

დავუთი ორუჯოვის საქმე

2026-10-13

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ დავუთი ორუჯოვის (პ/ნ 20101073458) მიერ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაადგინა. კერძოდ, საქმის გარემოებების შესწავლისა და შეფასების შედეგად, დადასტურდა მოვაჭრის მიერ მომხმარებლისთვის ინფორმაციისა და უნაკლო პროდუქციის მიწოდების ვალდებულების დარღვევა. შესაბამისად, მოვაჭრეს დაევალა, ერთი თვის ვადაში აღადგინოს მომხმარებლის დარღვეული უფლება და სავაჭრო პოლიტიკა კანონის მოთხოვნებს შეუსაბამოს. 

დოკუმენტის ნახვა

ვებ-გვერდის გაუმჯობესების მიზნით, "საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო" იყენებს "მზა-ჩანაწერებს"

მზა ჩანაწერების პოლიტიკა