საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში - ძველი ვერსია
ცხელი ხაზი 15 20 ცხელი ხაზი 15 20 ცხელი ხაზი 15 20
"ჯეოფაიფის" და "სიბელის" საქმე
2021-12-20

კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ შპს „ჯეოფაიფის“ მიერ შპს „სიბელის“ 100%-იანი წილის შეძენაზე თანხმობა გასცა. კონცენტრაცია ეხებოდა გათბობისა და შესაბამისი წყალგაყვანილობის, მათთან დაკავშირებული სისტემების ბაზარს. სააგენტოს შეფასებით, 2020 წელს ბაზრის მოცულობამ შეადგინა 118 მილიონი ლარი; იმპორტი განახორციელა 240-მა ეკონომიკურმა აგენტმა; ბაზარზე კონცენტრაციის - ჰერფინდალ ჰირშმანის ინდექსმა(HHI) შეადგინა 476 ერთეული - რაც დაბალკონცენტრირებული ბაზრის მაჩვენებელია. შესაბამისად, სააგენტომ დაადგინა, რომ  აღნიშნული ბაზარი დაბალკონცენტრირებულია და განხორციელებული კონცენტრაციის შედეგად ადგილი არ აქვს აღნიშული მაჩვენებლის არსებით ცვლილებას.


 

დოკუმენტის ნახვა
"ქართული სადისტრიბუციო მარკეტინგული კომპანიისა" და "ლევორის" საქმე
2021-12-07

კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ შპს „ქართული სადისტრიბუციო მარკეტინგული კომპანიის“ მიერ შპს „ლევორის“ 100% წილის მფლობელისაგან 44,995% წილის შეძენაზე თანხმობა გასცა. სააგენტოს შეფასებით, მხარეები ეკონომიკურ საქმიანობას ახორციელებენ სხვადასხვა შესაბამის ბაზრებზე და დაგეგმილი კონცენტრაცია ვერ მოახდენს გავლენას შესაბამისი ბაზრის კონცენტრაციის ინდექსზე. შესაბამისად, სააგენტომ დაადგინა, რომ დაგეგმილი კონცენტრაცია, „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის შესაბამისად, არსებითად არ ზღუდავს ეფექტიან კონკურენციას და თავსებადია კონკურენტულ გარემოსთან.

დოკუმენტის ნახვა
„მონდელიზ ნიდერლანდ სერვისის ბი. ვი.“-სა და „ჩიპიტა ინდასთრიალ ქომერშიალ ქომფანი ეს. ეი.“-ს საქმე
2021-08-10

კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ „მონდელიზ ნიდერლანდ სერვისის ბი. ვი.“-სა (Mondelez Nederland Services B.V.) და „ჩიპიტა ინდასთრიალ ქომერშიალ ქომფანი ეს. ეი.“-ს (Chipita Industrial and Commercial Company S.A.) კონცენტრაციაზე თანხმობა გასცა. სააგენტოს შეფასებით, განსახილველი სასაქონლო ბაზარი, HHI ინდექსის გათვალისწინებით, დაბალკონცენტრირებულია და კონცენტრაციის შედეგად ადგილი არ აქვს აღნიშული მაჩვენებლის არსებით ცვლილებას. შესაბამისად, სააგენტომ დაადგინა, რომ კონცენტრაცია „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის შესაბამისად, არსებითად არ ზღუდავს ეფექტიან კონკურენციას და თავსებადია კონკურენტულ გარემოსთან. 


 
დოკუმენტის ნახვა
"თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის" და „გნ კოს“საქმე
2020-08-24

კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ სსიპ „თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის“ და შპს „გნ კოს“ კონცენტრაციაზე თანხმობა გასცა. სააგენტოს შეფასებით, კონცენტრაცია ,,კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის შესაბამისად, კონკურენტულ გარემოსთან თავსებადია. კონცენტრაციის შეფასების მეთოდოლოგიით, ბაზრის მსხვილ მოთამაშეს სს „ევექსის ჰოსპიტალებს“ აკლდება შპს „გნ კო“ და მასთან დაკავშირებული მეწარმე სუბიექტების შემოსავლების მოცულობა, რაც ქმნის შესაბამის სასაქონლო ბაზარზე კონცენტრაციის შემცირების მოცემულობას.

დოკუმენტის ნახვა
"საქართველოს კაპიტალის" და "თბილისის მწვანე სკოლის" საქმე
2019-08-16

საქართველოს კონკურენციის სააგენტოში შემოვიდა შეტყობინება სს „საქართველოს კაპიტალსა“ და შპს „თბილისის მწვანე სკოლას“ შორის მოსალოდნელი კონცენტრაციის შესახებ, რაც გულისხმობდა სს „საქართველოს კაპიტალის“ მიერ შპს „თბილისის მწვანე სკოლის“ 80%-იანი წილის შეძენას. სააგენტოს მიერ შესაბამის პროდუქციულ ბაზრად განისაზღვრა კერძო სკოლების მიერ შეთავაზებული ზოგადსაგანმანათლებლო მომსახურება. სააგენტოს გადაწყვეტილებით აღნიშნული კონცენტრაცია მიჩნეულ იქნა კონკურენტულ გარემოსთან თავსებადად.

დოკუმენტის ნახვა
"საქართველოს კაპიტალის" და "ბაქსვუდის სკოლის" საქმე
2019-07-25

საქართველოს კონკურენციის სააგენტოში შემოვიდა შეტყობინება სს „საქართველოს კაპიტალსა“ და შპს „ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლა - თბილისს“ შორის მოსალოდნელი კონცენტრაციის შესახებ, რაც გულისხმობდა სს „საქართველოს კაპიტალის“ მიერ შპს „ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლა - თბილისის“ 80%-იანი წილის შეძენას. სააგენტოს მიერ შესაბამის პროდუქციულ ბაზრად განისაზღვრა კერძო სკოლების მიერ შეთავაზებული ზოგადსაგანმანათლებლო მომსახურება. სააგენტოს გადაწყვეტილებით აღნიშნული კონცენტრაცია მიჩნეულ იქნა კონკურენტულ გარემოსთან თავსებადად.

დოკუმენტის ნახვა
"საქართველოს კაპიტალის", "ბრიტანულ-ქართული აკადემიის" და "ბრიტანული საერთაშორისო სკოლის" საქმე
2019-06-19

საქართველოს კონკურენციის სააგენტოში შემოვიდა შეტყობინება სს „საქართველოს კაპიტალს“, შპს „ბრიტანულ-ქართულ აკადემიასა“ და ა(ა)იპ „თბილისის ბრიტანულ საერთაშორისო სკოლას“ შორის მოსალოდნელი კონცენტრაციის შესახებ, რაც გულისხმობდა სს „საქართველოს კაპიტალის“ მიერ შპს „ბრიტანულ-ქართულ აკადემიის“ 70%-იანი წილის შეძენას. სააგენტოს მიერ შესაბამის პროდუქციულ ბაზრად განისაზღვრა კერძო სკოლების მიერ შეთავაზებული ზოგადსაგანმანათლებლო მომსახურება. სააგენტოს გადაწყვეტილებით აღნიშნული კონცენტრაცია მიჩნეულ იქნა კონკურენტულ გარემოსთან თავსებადად.

დოკუმენტის ნახვა
"საქართველოს კაპიტალის" და "მოტორსტარის" საქმე
2019-06-13

საქართველოს კონკურენციის სააგენტოში შემოვიდა შეტყობინება სს „საქართველოს კაპიტალსა“ და შპს „მოტორსტარს“ შორის მოსალოდნელი კონცენტრაციის შესახებ, რაც გულისხმობდა სს „საქართველოს კაპიტალის“ მიერ შპს „მოტორსტარის“ 80%-იანი წილის შეძენას. სააგენტოს მიერ შესაბამის პროდუქციულ ბაზრად განისაზღვრა ავტოტრანსპორტის რემონტის (მომსახურების) და ავტონაწილების სასაქონლო ბაზრები, რომლებიც, თავის მხრივ, დაიყო ავტონაწილების იმპორტის, ავტონაწილებით საბითუმო ვაჭრობისა და ავტონაწილების საცალო რეალიზაციის, ასევე ავტოტრანსპორტის რემონტისა და მომსახურების საბაზრო დონეებად. სააგენტოს გადაწყვეტილებით აღნიშნული კონცენტრაცია მიჩნეულ იქნა კონკურენტულ გარემოსთან თავსებადად.

დოკუმენტის ნახვა
"ამერიტექის" და "სმაილის" საქმე
2018-07-06

საქართველოს კონკურენციის სააგენტოში შემოვიდა შეტყობინება შპს „ამერიტექსა“ და შპს „სმაილს“ შორის მოსალოდნელი კონცენტრაციის შესახებ, რაც გულისხმობდა აღნიშნული კომპანიების მიერ ერთობლივი საწარმოს შექმნას. სააგენტომ შეისწავლა კომპიუტერული და მობილური ელექტროტექნიკის, საოჯახო და საყოფაცხოვრებო ტექნიკის ბაზრები, ამ ბაზარზე მოქმედი სუბიექტები, კომპანიების წილები და ბაზარზე არსებული ვითარება. სააგენტოს გადაწყვეტილებით აღნიშნული კონცენტრაცია მიჩნეულ იქნა კონკურენტულ გარემოსთან თავსებადად.

დოკუმენტის ნახვა
"მედკაპიტალის" და "მედისონ ჰოლდინგის" საქმე
2018-06-08

საქართველოს კონკურენციის სააგენტოში შემოვიდა შეტყობინება შპს „მედკაპიტალსა“ და „მედისონ ჰოლდინგს“ შორის მოსალოდნელი კონცენტრაციის თაობაზე, რაც გულისხმობდა შპს „მედკაპიტალის“ მიერ შპს „მედისონ ჰოლდინგის“ 100% წილის შეძენას. სააგენტოს მიერ შესაბამის ბაზრად განისაზღვრა ქალაქ თბილისის ამბულატორიული მომსახურების ბაზარი და შესწავლილ იქნა როგორც ამ ბაზარზე მოქმედი სუბიექტები, ისე კონცენტრაციას დაქვემდებარებული კომპანიების წილები და ბაზარზე არსებული ვითარება. სააგენტოს გადაწყვეტილებით აღნიშნული კონცენტრაცია მიჩნეულ იქნა კონკურენტულ გარემოსთან თავსებადად.

დოკუმენტის ნახვა