საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში - ძველი ვერსია
ცხელი ხაზი 15 20 ცხელი ხაზი 15 20 ცხელი ხაზი 15 20

საკვები სოდის წარმოების/რეალიზაციის სექტორში სააგენტომ მოკვლევა დაიწყო

კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ სს “ბაშკირეთის სოდის კომპანიის“ საჩივრის საფუძველზე  შპს „სანტრეიდის“ მხრიდან სავარაუდო არაკეთილსინდისიერი კონკურენციის („კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის 113 მუხლი) განხორციელების ფაქტზე მოკვლევა დაიწყო. საკითხი ეხება საკვები სოდის წარმოების/რეალიზაციის სფეროში მოქმედი სუბიექტის სასაქონლო ნიშნებისა და გარეგნული იერსახის სავარაუდო მითვისებას ფაქტს.


კონკურენციის ხელშეწყობის, არაკეთილსინდისიერი კონკურენციის ფაქტებზე დროული რეაგირებისა და აღმოფხვრის მიზნით, 2023 წლის 13 ნოემბერს, სააგენტოში შეიქმნა მოკვლევის ჯგუფი, რომელსაც საკითხის შესწავლა დაევალა.


სააგენტო გადაწყვეტილებას იღებს მოკვლევის დაწყებიდან 6 თვის ვადაში. საკითხის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, შესაძლოა საქმის შესწავლა 18 თვემდე გაგრძელდეს.

2023 წელს, სააგენტომ დაასრულა 5 მოკვლევა, 2 საქმესთან დაკავშირებით განმეორებით გაიცა საჯარიმო საქნცია და 6 საქმეზე დაუშვებლობის გადაწყვეტილება იქნა მიღებული. ამ ეტაპზე, სააგენტო 5 საკითხთან მიმართებით მოკვლევის პროცესს აწარმოებს. 

20.11.2023
უკან დაბრუნება