საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში - ძველი ვერსია
ცხელი ხაზი 15 20 ცხელი ხაზი 15 20 ცხელი ხაზი 15 20
"სან პეტროლიუმ ჯორჯიას" საქმე II
2022-10-20

კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ, შპს „სან პეტროლიუმ ჯორჯიას“ მიერ შპს „იბერია სერვისის“ საკუთრებაში არსებულ ავტოგასამართ სადგურზე კონტროლის მოპოვების გზით განსახორციელებელ კონცენტრაციაზე თანხმობა გასცა. სააგენტოს შეფასებით, ეროვნულ დონეზე საცალო ბაზრის მოცულობა 2021 წელს შეადგენდა - 1 322 225 ათასი ლიტრი; საცალო ბაზარზე მოქმედი კომპანიების რაოდენობა - 506; საცალო ბაზარზე მოქმედი ავტოგასამართი სადგურების რაოდენობა - 1232; ბაზრის კონცენტრაციის (HHI) ინდექსი - 906; HHI; კონცენტრაციის განხორციელების შემდეგ - 913. ქ. ბათუმში საცალო ბაზრის მოცულობა 2021 წელს შეადგენდა - 130 320 ათასი ლიტრი; მოქმედი კომპანიების რაოდენობა - 37; მოქმედი ავტოგასამართი სადგურების რაოდენობა - 77; ბაზრის კონცენტრაციის (HHI) ინდექსი - 1117; HHI კონცენტრაციის განხორციელების შემდეგ - 1140.

დოკუმენტის ნახვა
"სან პეტროლიუმ ჯორჯიას" საქმე I
2022-08-24

კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ, შპს „სან პეტროლიუმ ჯორჯიას“ მიერ 23 ეკონომიკური აგენტის საკუთრებაში არსებულ 32 ავტოგასამართ სადგურზე კონტროლის მოპოვების გზით განსახორციელებელ კონცენტრაციაზე თანხმობა გასცა. კონცენტრაცია ეხება საავტომობილო საწვავის (ბენზინი, დიზელი) საცალო სარეალიზაციო ბაზარს. სააგენტოს შეფასებით, საცალო ბაზრის მოცულობა 2021 წელს შეადგენდა - 1 322 225 ათასი ლიტრი; საცალო ბაზარზე მოქმედი კომპანიების რაოდენობა - 506; საცალო ბაზარზე მოქმედი ავტოგასამართი სადგურების რაოდენობა - 1232; ბაზრის კონცენტრაციის (HHI) ინდექსი - 868; HHI (ჰერფინდალ ჰირშმანის ინდექსი) კონცენტრაციის განხორციელების შემდეგ - 924. შესაბამისი ბაზრის საცალო დონე დაბალკონცენტრირებულია და კონცენტრაციის შედეგად ინდექსი იზრდება 56 ერთეულით, რაც არ წარმოადგენს არსებით ცვლილებას. უმნიშვნელოა კონცენტრაციის ინდექსის მოსალოდნელი ცვლილება ბაზრის იმპორტის დონეზეც.

დოკუმენტის ნახვა
"ევროპის უნივერსიტეტის" და "ჯო ენის სამედიცინო ცენტრის" საქმე
2022-08-18

კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ შპს „ევროპის უნივერსიტეტისა“ და ა(ა)იპ „ჯო ენის სამედიცინო ცენტრის“ კონცენტრაციაზე თანხმობა გასცა. შპს „ევროპის უნივერსიტეტი“ მოქმედებს საგანმანათლებლო ბაზარზე, ხოლო ა(ა)იპ „ჯო ენის სამედიცინო ცენტრი“ - სამედიცინო სერვისების მიწოდების ბაზარზე. სააგენტოს შეფასებით, კონცენტრაციის დონე დიპლომირებული მედიკოსის ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამის ბაზარზე - HHI 1290 და სამედიცინო სტაციონარული და ამბულატორიული მომსახურების მიწოდების ბაზარზე - HH 398. შესაბამისად, კონცენტრაცია არსებითად არ ზღუდავს ეფექტიან კონკურენციას და თავსებადია კონკურენტულ გარემოსთან.

დოკუმენტის ნახვა
"ანაგის" და "ჯი თი სი თრეიდინგის" საქმე
2022-05-20

კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ შპს „ანაგის“ მიერ შპს „ჯი თი სი თრეიდინგის“ 50%-იანი წილის შეძენაზე თანხმობა გასცა. სააგენტომ დაადგინა, რომ შპს „ანაგს“ და შპს „ჯი თი სი თრეიდინგს“ შორის განხორციელებული კონცენტრაცია, „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის შესაბამისად, არსებითად არ ზღუდავს ეფექტიან კონკურენციას და თავსებადია კონკურენტულ გარემოსთან.

დოკუმენტის ნახვა
"ჯეო ჰოსპიტალსის" და "ამტელ ჰოსპიტალ პირველი კლინიკურის" საქმე
2022-04-15

კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ  შპს „ჯეო ჰოსპიტალსის“ მიერ შპს „ამტელ ჰოსპიტალ პირველი კლინიკურზე“ 100%-იანი წილის შეძენაზე თანხმობა გასცა. სააგენტომ დაადგინა, რომ შესაბამისი ბაზარი/ბაზრები დაბალკონცენტრირებულია და კონცენტრაციის შედეგად ადგილი არ აქვს HHI ინდექსის არსებით ცვლილებას. დაგეგმილი კონცენტრაცია, „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის შესაბამისად, არსებითად არ ზღუდავს ეფექტიან კონკურენციას და თავსებადია კონკურენტულ გარემოსთან. 


 
დოკუმენტის ნახვა
"ჯეოფაიფის" და "სიბელის" საქმე
2021-12-20

კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ შპს „ჯეოფაიფის“ მიერ შპს „სიბელის“ 100%-იანი წილის შეძენაზე თანხმობა გასცა. კონცენტრაცია ეხებოდა გათბობისა და შესაბამისი წყალგაყვანილობის, მათთან დაკავშირებული სისტემების ბაზარს. სააგენტოს შეფასებით, 2020 წელს ბაზრის მოცულობამ შეადგინა 118 მილიონი ლარი; იმპორტი განახორციელა 240-მა ეკონომიკურმა აგენტმა; ბაზარზე კონცენტრაციის - ჰერფინდალ ჰირშმანის ინდექსმა(HHI) შეადგინა 476 ერთეული - რაც დაბალკონცენტრირებული ბაზრის მაჩვენებელია. შესაბამისად, სააგენტომ დაადგინა, რომ  აღნიშნული ბაზარი დაბალკონცენტრირებულია და განხორციელებული კონცენტრაციის შედეგად ადგილი არ აქვს აღნიშული მაჩვენებლის არსებით ცვლილებას.


 

დოკუმენტის ნახვა
"ქართული სადისტრიბუციო მარკეტინგული კომპანიისა" და "ლევორის" საქმე
2021-12-07

კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ შპს „ქართული სადისტრიბუციო მარკეტინგული კომპანიის“ მიერ შპს „ლევორის“ 100% წილის მფლობელისაგან 44,995% წილის შეძენაზე თანხმობა გასცა. სააგენტოს შეფასებით, მხარეები ეკონომიკურ საქმიანობას ახორციელებენ სხვადასხვა შესაბამის ბაზრებზე და დაგეგმილი კონცენტრაცია ვერ მოახდენს გავლენას შესაბამისი ბაზრის კონცენტრაციის ინდექსზე. შესაბამისად, სააგენტომ დაადგინა, რომ დაგეგმილი კონცენტრაცია, „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის შესაბამისად, არსებითად არ ზღუდავს ეფექტიან კონკურენციას და თავსებადია კონკურენტულ გარემოსთან.

დოკუმენტის ნახვა
„მონდელიზ ნიდერლანდ სერვისის ბი. ვი.“-სა და „ჩიპიტა ინდასთრიალ ქომერშიალ ქომფანი ეს. ეი.“-ს საქმე
2021-08-10

კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ „მონდელიზ ნიდერლანდ სერვისის ბი. ვი.“-სა (Mondelez Nederland Services B.V.) და „ჩიპიტა ინდასთრიალ ქომერშიალ ქომფანი ეს. ეი.“-ს (Chipita Industrial and Commercial Company S.A.) კონცენტრაციაზე თანხმობა გასცა. სააგენტოს შეფასებით, განსახილველი სასაქონლო ბაზარი, HHI ინდექსის გათვალისწინებით, დაბალკონცენტრირებულია და კონცენტრაციის შედეგად ადგილი არ აქვს აღნიშული მაჩვენებლის არსებით ცვლილებას. შესაბამისად, სააგენტომ დაადგინა, რომ კონცენტრაცია „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის შესაბამისად, არსებითად არ ზღუდავს ეფექტიან კონკურენციას და თავსებადია კონკურენტულ გარემოსთან. 


 
დოკუმენტის ნახვა
"თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის" და „გნ კოს“საქმე
2020-08-24

კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ სსიპ „თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის“ და შპს „გნ კოს“ კონცენტრაციაზე თანხმობა გასცა. სააგენტოს შეფასებით, კონცენტრაცია ,,კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის შესაბამისად, კონკურენტულ გარემოსთან თავსებადია. კონცენტრაციის შეფასების მეთოდოლოგიით, ბაზრის მსხვილ მოთამაშეს სს „ევექსის ჰოსპიტალებს“ აკლდება შპს „გნ კო“ და მასთან დაკავშირებული მეწარმე სუბიექტების შემოსავლების მოცულობა, რაც ქმნის შესაბამის სასაქონლო ბაზარზე კონცენტრაციის შემცირების მოცემულობას.

დოკუმენტის ნახვა
"საქართველოს კაპიტალის" და "თბილისის მწვანე სკოლის" საქმე
2019-08-16

საქართველოს კონკურენციის სააგენტოში შემოვიდა შეტყობინება სს „საქართველოს კაპიტალსა“ და შპს „თბილისის მწვანე სკოლას“ შორის მოსალოდნელი კონცენტრაციის შესახებ, რაც გულისხმობდა სს „საქართველოს კაპიტალის“ მიერ შპს „თბილისის მწვანე სკოლის“ 80%-იანი წილის შეძენას. სააგენტოს მიერ შესაბამის პროდუქციულ ბაზრად განისაზღვრა კერძო სკოლების მიერ შეთავაზებული ზოგადსაგანმანათლებლო მომსახურება. სააგენტოს გადაწყვეტილებით აღნიშნული კონცენტრაცია მიჩნეულ იქნა კონკურენტულ გარემოსთან თავსებადად.

დოკუმენტის ნახვა