საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ (GCCA) ბავშვთა კვების პროდუქტების მიწოდების სფეროში განხორციელებული კონცენტრაცია კონკურენტულ გარემოსთან თავსებადად ცნო. კერძოდ, საქმე ეხება ფ/პ გიორგი თვალაძის მიერ შპს „ფაინ თრი ინთერნეიშენალის“ 70%-იანი წილის შეძენის გზით განხორციელებულ კონცენტრაციას, რომელიც სააგენტოს გადაწყვეტილებით, ბაზარზე არსებით გავლენას არ ახდენს და თავსებადია კონკურენტულ გარემოსთან.
საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ (GCCA) ავტოპროდუქტებით ვაჭრობის სფეროში განსახორციელებელ კონცენტრაციაზე თანხმობა გასცა. კერძოდ, საქმე ეხება შპს „ამბოლის“ (ს/ნ 216402701) მიერ შპს „ვისოლ ავტო ექსპრესის“ (ს/ნ 404878806) აქტივების შეძენის გზით განსახორციელებელ კონცენტრაციას, რომელიც სააგენტოს გადაწყვეტილებით, თავსებადია კონკურენტულ გარემოსთან.
საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ (GCCA) სამშენებლო, სარეაბილიტაციო და საპროექტო სამუშაოების მიწოდების სფეროში განხორციელებული კონცენტრაცია კონკურენტულ გარემოსთან თავსებადად ცნო. კერძოდ, საქმე ეხება შპს „საბა ინვესტის“ (ს/ნ 400269044) მიერ შპს „მედეგის“ (ს/ნ 418475929) 100%-იანი წილის შეძენის გზით განხორციელებულ კონცენტრაციას, რომელიც სააგენტოს პოზიციით, ბაზარზე არსებით გავლენას არ ახდენს და თავსებადია კონკურენტულ გარემოსთან.
GCCA-მა უმაღლესი განათლებისა და სამედიცინო მომსახურების მიწოდების სფეროში განხორციელებული კონცენტრაცია კონკურენტულ გარემოსთან თავსებადად ცნო. კერძოდ, საქმე ეხება ა(ა)იპ „ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის“ მიერ შპს „ნიუ ვიჟენ საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი–მცხეთის“ 40%-იანი წილის შეძენის გზით განხორციელებულ კონცენტრაციას, რომელიც სააგენტოს პოზიციით, ბაზარზე არსებით გავლენას არ ახდენს და თავსებადია კონკურენტულ გარემოსთან.
GCCA-მა ელექტრონული კომუნიკაციებისა და ტელემაუწყებლობის სფეროებში განსახორციელებელ კონცენტრაციაზე თანხმობა გასცა. კერძოდ, საქმე ეხება შპს „პრაიმ მედია გლობალის“ მიერ შპს „ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპის“ 100%-იანი წილის შეძენის გზით განსახორციელებელ კონცენტრაციას, რომელიც სააგენტოს პოზიციით, ბაზარზე არსებით გავლენას არ ახდენს და თავსებადია კონკურენტულ გარემოსთან.
GCCA-მა ლიფტებისა და გათბობა-გაგრილების დანადგარ-მოწყობილობების მიწოდება-მონტაჟის სექტორებში განსახორციელებელ კონცენტრაციაზე თანხმობა გასცა. კერძოდ, საქმე ეხება შპს „ანაგი ქონსთრაქშენის“ მიერ შპს „აი-სი-ი“-ის 50 %-იანი წილის შეძენის გზით განსახორციელებელ კონცენტრაციას, რომელიც, სააგენტოს პოზიციით, ბაზარზე არსებით გავლენას არ ახდენს და თავსებადია კონკურენტულ გარემოსთან.
საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ უმაღლესი განათლებისა და სამედიცინო მომსახურების მიწოდების სფეროში განსახორციელებელი კონცენტრაცია კონკურენტულ გარემოსთან თავსებადად ცნო. კერძოდ, საქმე ეხება შპს „ევროპის უნივერსიტეტის“ მიერ შპს „წმინდა მიქაელის ჰოსპიტლის“ 100%-იანი წილის შეძენის გზით განსახორციელებელ კონცენტრაციას, რაც სააგენტოს პოზიციით, ბაზარზე არსებით გავლენას არ ახდენს და თავსებადია კონკურენტულ გარემოსთან.
საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ (GCCA) სამედიცინო - სტაციონარული და ამბულატორიული მომსახურების მიწოდების სფეროში განსახორციელებელ კონცენტრაციაზე თანხმობა გასცა. კერძოდ, საქმე ეხება სს „საქართველოს კლინიკების“ მიერ შპს „გორმედზე“ ერთპიროვნული კონტროლის მოპოვების გზით განსახორციელებელ კონცენტრაციას, რაც სააგენტოს პოზიციით, კონკურენტულ გარემოზე არსებით გავლენას არ მოახდენს.
GCCA-მა უმაღლესი განათლების სფეროში განხორციელებული კონცენტრაცია კონკურენტულ გარემოსთან თავსებადად ცნო GCCA-მა საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის მიერ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის 100%-იანი წილის შეძენის გზით განხორციელებული კონცენტრაცია კონკურენტულ გარემოსთან თავსებადად ცნო - კონცენტრაციაში მონაწილე ორივე სუბიექტის საქმიანობის სფეროს უმაღლესი განათლების მიწოდება წარმოადგენს.
საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ (GCCA) ფიზიკური პირი თორნიკე კოტეტიშვილის მიერ შპს „ტკჯ“-ის 80 %-იანი წილის შეძენის გზით განხორციელებული კონცენტრაცია კონკურენტულ გარემოსთან თავსებადად ცნო.
შპს „ტკჯ“-ის საქმიანობის სფეროს საავტომობილო, საკონტეინერო და სამაცივრე-სასაწყობე დანიშნულების მქონე გათბობა-გაგრილების სისტემების რეალიზაცია და შეკეთება წარმოადგენს. განსახილველი კონცენტრაციის მხარეები და მათთან დაკავშირებული პირები ეკონომიკურ საქმიანობას ახორციელებენ სხვადასხვა ბაზრებზე. აღნიშნულის და ასევე, სამიზნე ეკონომიკური აგენტის საბაზრო პოზიციების გათვალისწინებით, სააგენტომ მიიჩნია, რომ განხორციელებული კონცენტრაცია ვერ მოახდენს გავლენას ბაზარზე და, შესაბამისად, თავსებადია კონკურენტულ გარემოსთან.